Wednesday, November 18, 2015

ინტელის პროექტის მეცხრე დღე- დასასრული

დღეს ჩვენი ტრენინგის ბოლო დღეა. შეიძლება ითქვას დავასრულეთ ჩვენს პროექტზე მუშაობა და გავაკეთეთ პრეზენტაცია. დაწვრილებით განვიხილეთ რა გავაკეთეთ, რა გვაქვს ყურადღება მისაქცევი და დავაზუსტეთ ნიუანსები, რომლებიც აქამდე კითხვებს იწვევდა ჩვენში. ვისწავლეთ და ჩვენს ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენი პროექტის საქაღალდე. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ეს ტრენინგი. ამას იმიტომ არ ვწერ , რომ ვინმემ წაიკითხოს ან რაღაც. გულწრფელად ვამბობ პროექტებით სწავლება ძალიან მომწონს. ვაპირებ მომდევნო კვირიდან დავიწყო ამ პროექტის განხორციელება ჩემს საკლასო ოთახში. ასე რომ, ჩემო ძვირფასო ტრენერო თუ ამ პოსტს წაიკითხავთ, მინდა გითხრათ რომ მომდევნო თვეში დაგპატიჯებთ ჩემს გემრიელ და სახალისო პროექტის პრეზენტაციაზე და კიდევ ერთხელ მოგწევთ შეფასოთ ჩემი ნამუშევარი. :):):) სასიამოვნო იყო თქვენთან და ჩემს კოლეგებთან ერთად მუშაობა. წარმატებებს გისურვებთ. :*

ტრენინგის მერვე დღე

ტექნიკური ხარვეზის გამო მეშვიდე და მერვე დღის რეფლექსიას გვიან ვწერ... არაუშავს, მთავარია ეს დღეები ჩემს კოლეგებთან ერთად დავუთმე პროექტს სწავლებას. დღეს ბევრი ვიმუშავეთ. გადავხედეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს და შევიტანეთ შესწორებები. განვსაზღვრეთ მოსწავლეთა დიფერენცირეული სწავლების დავალებები. განვიხილეთ აქტივობები მოსწავლეთა დაწყვილებისთვის. მოსწავლეებისთვის შევქმენით ხარაჩო, სკაფოლდინგი, რაც დაეხმარება მათ პრეზენტაციის გაკეთებაში. ამის შემდეგ ვისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციის ატვირთვა.. . მივიღეთ დავალებები და ვემზადებით ტრენინგის ბოლო დღისათვის.

Tuesday, November 17, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

დღეს განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი და მასზე დაყრდნობით შევიმუშავეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკები საბოლოო ნამუშევრის და მოსწავლის ინდივიდუალური ნამუშევრის შეფასებისათვის,. მხოლოდ ერთი ჯგუფის ერთი მოსწავლისათვის. გეგმის შაბლონში შევავსეთ გრაფა შეფასების დროში გაწერილი გეგმა. გვაქვს დავალება საკმაოდ ბევრი :) ჩვენს საქაღალდეში უნდა დავასრულოთ ყველა დავალება რაც გვაქვს დასასრულებელი. მე მხოლოდ შეფასების რუბრიკებზე უნდა ვიმუშაო.  დანარჩენი ჩემდა საბედნიეროდ დასრულებული მაქვს. :) ესეც ჩვენი ტრენინგის მეშვიდე დღის დასასრული. ო რ შ ა ბ ა თ ა მ დ ე.....

Monday, November 9, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

დასრულდა ჩვენი ტრენინგის მეექვსე დღეც...
მშვენიერი გამოცდილება მივიღე დღესაც , ისევე , როგორც ტრენინგის წინა დღეებში, დღეს  ვისწავლეთ პრეზენტაციის შაბლონში ვორდის დოკუმენტის ჩასმა, ასევე ერთი ჯგუფისათვის ავირჩიეთ და გავაკეთეთ კედლის გაზეთი, მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი , რომელზე მუშაობაც ძალიან მომეწონა და ძალიან ლამაზი გამომივიდა :)
შევხვდებით ხუთშაბათს.

Thursday, November 5, 2015

პროექტის მეხუთე დღე

წინა დღეებზეც ასე დავწერე, მაგრამ ახლა რომ ასე არ ვთქვა არ გამოვა.....
დღევანდელი დღე მართლაც განსხვავებული იყო , :) 
დავიწყეთ იმით, რომ  ჩვენმა საყვარელმა ტრენერმა სახალისო წესით დაგვაწყვილა კოლეგებთან და წყვილებში განვიხილეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია , რომელიც სახლში უნდა დაგვესრულებინა,  გავაცანით ერთმანეთს პროექტის მონახაზი, ერთმანეთის პრეზენტაციებს გავუკეთეთ კომენტარი ( ელექტრონულად)  არ ვიცი ღირს თუ არა აღსანიშნავად , მაგრამ ჩემს მეწყვილეს ჩემი პრეზენტაცია მოეწონა და რჩევაც მომცა , რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებ . 
ასევე ვისაუბრეთ პროექტის პროცედურებზე და  გავაკეთეთ მონახახაზი ჯგუფებისათვის.
 ამის შემდეგ გადავედით ბლოგზე . ვისწავლეთ ფონის შეცვლა, ლინკის ჩასმა, ფოტოების ატვირთვა  და საქღალდეების შექმნა. ასევე საქაღალდეში " სასარგებლო ბმულები",  დავამატეთ ჩვენთვის სასარგებლო ლინკები.
გვაქვს დავალება შესასრულებელი : უნდა გავწეროთ სასწავლო პროცედურები 
ყველაზე მეტი დღევანდელ დღეზე დავწერე :)  აიი ხომ ვამბობდი განსხვავებული დღე იყო მეთქი :))
ამითაც იყო განსაკუთრებული :)
 გემშვიდობებით ორშაბათამდე :)


Monday, November 2, 2015

მეოთხე დღე

დღეს პროექტის მეოთხე დღე იყო....
გადავხედეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს და განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდი. გავიგეთ რა საჭიროება აქვს მათ პროექტის მომზადების პროცეში. ჩემი პროექტისთვის კერძოდ ავირჩიე ვმვ ორგანაიზერი და გავაკეთეთ ცხრილი. ამ ცხრილის შევსება დაგვეხმარება აქტივობების დაგეგმვაში. ვისწავლეთ , რომ შეფასების ეს ცხრილი შეგვაქვს ზოგადი შეკითხვების შეტანის შემდეგ.
ასევე ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციის შაბლონზე.
ეს დღეც იყო ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემი ჩემთვის.
მომავალ შეხვედრამდე....:)