Thursday, October 29, 2015

მესამე დღე

არ შევმცდარვარ... პროექტის მესამე დღე ისევ ძალიან ნაყოფიერი იყო პირადად ჩემთვის და ჩემი კოლეგებისათვის. ვიმუშავეთ პროექტის მიზნების განსაზღვრაზე, რისთვისაც მოვიშველიეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი. გავეცანით განახლებული ბლუმის ტაქსონომიას და გავწერეთ პროექტის მიზნები. კურსის რესურსებში გადავიტანეთ მიმართულების მიმცემი შეკითხვების პრეზენტაციის ნიმუში და ზემოდხსენებული განახლებული ბლუმის ტაქსონომია.

კარგად გავართვი თავი ტექნიკური დავალებების შესრულებას, რაც შეეხება თეორიულ მხარეს აქ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი და გასაკეთებელი. ჯერ ყველაფერი წინააა. მართალია ხანდახან ვიღლები, მაგრამ კვლავ დიდი შემართებით ვუდგები საქმეს :)
შემდეგი შეხვედრა ორშაბათს შედგება.
მომავალ შეხვედრამდე .... 

Wednesday, October 28, 2015

ინტელის პროექტის პირველი და მეორე დღე

პირველ დღეს გავეცანით ვიუერს, რომელიც შედგებოდა რვა მოდულისაგან. გავეცანით მოცემულ მოდულებს და  ოცდამეერთე საუკუნის უნარ-ჩვევებს. შევქმენით საკუთარი საქაღალდე, სადაც მოვათავსე  ჩვენი პროექტისათვის საჭირო საქაღალდეები. განვიხილეთ პროექტის თემები ჯგუფური მუშაობის ფარგლებში და გავაკეთეთ პრეზენტაცია.
 კურსის რესურსებში განვათავსეთ დოკუმენტები, რომლებიც დეტალურად განვიხილეთ.

მეორე დღე
შევქმენით  ბუკლეტები, თავისი გაფორმებით. გავაკეთეთ ბლოგები და ვისწავლეთ მასზე პოსტის განტავსება.

ჩემთვის ეს ორი დღე იყო ძალიან მრავლისმომცემი და საინტერესო. გვაქვს დავალება შესასრულებელი, რომელსაც დიდი მონდომებით შევასრულებ და ვიმედოვნებ მომდევნო დღეებიც ასე საინტერესოდ ჩაივლის.